ღვინის დაყენება

bigstock_Making_Port_wine_18998558

ღვინის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ყურძნის ხარისხთან, რაც არ უნდა ეცადოს მეღვინე იმაზე უკეთეს ღვინოს ვერ დააყენებს როგორი ყურძენიც გადაამუშავა, სამაგიეროდ კარგი ყურძნისგან ცუდი ღვინის დაყენება არც ისე ძნელია..

ღვინის დაყენება იწყება ყურძნის მიღება-გადამუშავებით, რასაც მოყვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი მეღვინეობაში – დუღილი, ანუ ღვინის დაბადება. ის მიმდინარეობს დაახ. 1-დან 3 კვირამდე შუალედში (გვიანი მოსავლის ტკბილი ღვინოების ფერმენტაცია 3 თვემდე გრძელდება). წითელი ღვინოების მოხსნას ჭაჭიდან მალევე ახდენენ, 4-6 დღეში, ხოლო თეთრი ღვინის დუღილი დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია 5 კვირამდეც გაგრძელდეს, რაც არომატული ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტს მოგვცემს. ფერმენტაციის ხანგრძლივობა უმეტესწილად დამოკიდებულია მარნის ტემპერატურაზე Read more of this post

წითელი მშრალი ღვინის დაყენება

red-wine

 

ტრადიციული მეთოდით წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად, ყურძენი იჭყლიტება და მიღებული წვენი წითელი ღვინისათვის დამახასიათებელი ფერისა და საგემოვნო მაჩვენებლების მისაღებად, დუღდება ჭაჭასთან ერთად. ალკოჰოლური დუღილის წინ ტარდება ცივი მაცერაცია (მაცერაცია – ყურძნის მყარი და თხევადი ფაზის ერთად დატოვება გარკვეული დროით, მეტი ექსტრაქტულობის მისაღებად… ცივ და ცხელ მაცერაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით შემდგომ მოგახსენებთ), რაც ითვალისწინებს ყურძნის დაჭყლეტვის შედეგად მიღებული მთლიანი მასის დაყოვნებას 12 – 14°C_ზე, რაც მკვეთრად ზრდის სამომავლოდ წითელი ღვინის საგემოვნო თვისებებს. ცივი მაცერაცია მთავრდება 7 – 10 დღეში, როდესაც წვენში სპონტანური ალკოჰოლური დუღილის საწყისი ნიშნები გაჩნდება Read more of this post