თეთრი მშრალი ღვინის დაყენება

white-wine-glass_2

თეთრი მშრალი (ევროპული სტილის) ღვინის მისაღებად, აუცილებელია ყურძნის მინიმალური შაქრიანობა 18%–ს შეადგენდეს.

მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად საჭიროა ყურძნის დაწურვის შედეგად მიღებული ტკბილი დაყოვნდეს 24 საათის განმავლობაში დასაწდომ ვერტიკალურ ცისტერნაში, რათა მოხდეს ტკბილში შეწონილი სხვადსხვა მყარი ნაწილაკების, მტვრის და არასასურველი მიკროორგანიზმების დალექვა. ამ დროს ახდენენ ტკბილის მცირედ სულფიტაციას დუღილის დაწყების თავიდან ასაცილებლად, რადგან ამდროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რაც ხელს უშლის ტკბილის დაწდომის პროცესს. დაწდომილი ტკბილი მოიხსნება ლექიდან და გადადის სადუღარ ჭურჭელში ისე რომ ჭურჭლის მოცულობის დაახ. 20-30%–ს არ ავსებენ, რათა დუღილის პროცესში არ გადმოვიდეს მადუღარი მასა და არ ჰქონდეს ადგილი პროდუქციის დანაკლისს და მიკრობიულოგიურ დაბინძურებას. Read more of this post