რქაწითელიდან კახური და კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინომასალების ზოგიერთი განმასხვავებელი მაჩვენებლების და გაყიდვების ბაზრის შესწავლა

1

მეღვინე სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომებიდან ამჯერად წარმოგიდგენთ გიორგი ჟღენტის სამაგისტრო ნაშრომის შემოკლებულ ვარიანტს (თემის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ), საკმაოდ საინტერესო თემით.

ნაშრომში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღვინის ბაზარზე მოქმედი ფაქტორები; მარკეტინგი, როგორც ამ ფაქტორებზე ზემოქმედების ბერკეტი; მარკეტინგის აუცილებლობა ღვინის თანამედროვე ბიზნესში; ღვინის პირველი ქართული რეკლამის ისტორიული წყაროები; ღვინის თანამედროვე რეკლამირების ტენდენციები; მარკეტინგული კვლევის ანგარიში და მათემატიკური მოდელი. Read more of this post

მალვიდოლის დიგლუკოზიდის შესწავლა საქართველოს სხვადასხვა მიკროზონებიდან წარმოებულ ღვინოებში

preview

ვაგრძელებთ მეღვინეობის სპეციალობის მაგისტრების  სამაგიტრო ნაშრომების გამოქვეყნებას და გთავაზობთ გიორგი ხამხაძის საინტერესო და აქტუალურ კვლევას ვაზის ჰიბრიდული ჯიშისგან დამზადებული ღვინის ერთადერთი საიდენტიფიკაციო ნივთიერების (მალვიდოლის დიგლუკოზიდის) სხვადასხვა ქართულ წითელ ღვინოებში  აღმოჩენის შესახებ: Read more of this post

ვაზი და ნიადაგი

20130801-230123.jpg

ღვინის ყველა მოყვარულმა კარგად იცის, რომ ყურძნის და შემდგომში მისგან მიღებული ღვინის ხარისხს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ნიადაგი, ვაზის ჯიში, ადგილობრივი კლიმატური თავისებურებები, ვენახის ექსპოზიცია და სხვა.

ამათგან, ნიადაგზე გიამბობთ ცოტას, რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნიადაგის ტიპზე, ნიადაგის განსაზღვრულ ტიპს კი აყალიბებს მასში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები.

Read more of this post