Modern Cooperage – უჟანგავი ფოლადის კასრი მეღვინეობაში

ინოვაცია, ან ინოვაციური ზოგადად, არსებული პრობლემის ახლებურ გადაწყვეტას გულისხმობს. Modern Cooperage_ის მიერ დაპატენტებული უჟანგავი ფოლადის კასრი – არის ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა მუხის ეფექტის შენარჩუნებას და ხარისხის კონტროლს თანმდევი დანაკარგების მაქსიმალური შემცირებით, სამუშაო ძალისა და მატერიალური დანახარჯების დაზოგვით.

large door-7

კასრი გარედან უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, მასში კი უჟანგავი ფოლადის ღერძზე მოთავსებულია მუხის მოგრძო ნაჭრები. აღნიშნული ღერძიზ გარეთა ნაწილი კი წარმოადგენს სახელურს და ლექზე დავარგების დროს დარევის საშუალებას იძლევა.

barrel_cutoutმუხის ეფექტი

მუხის ფოროვანი ბუნება განსაზღვრავს კასრიდან ღვინის გარკვეული დოზით აორთქლებას და მიკრო ოქსიდაციას, იმ დოზით, რომ არ ხდება დაჟანგვა ან დაჟანგვით გამოწვეული ღვინის სხვა დაავადების განვითარება.

წლის განმავლობაში 225 ლიტრიანი მუხის კასრიდან აშრობის შედეგად გამოწვეული დანაკარგი, საშუალოდ 21-25 ლიტრია. მუხის ტკეჩების ფორების გავლით ჟანგბადი მცირე პორციებად აღწევს კასრში და მონაწილეობს დავარგების პროცესში, რაც ღვინის უხეში ტანინების დარბილებაში გამოიხატება. ინოვაციური სისტემა, აორთქლების შედეგად გამოწვეული დანაკარგების სრულად შემცირებასთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს მიკრო-ოქსიდაციის სრულ კონტროლს ინტეგრირებული ხელსაწყოს საშუალებით.

დავარგების დროს მუხამ შეიძლება ღრმა ქიმიური გავლენა იქონიოს ღვინოზე. მუხის ტკეჩებში არსებული ფენოლები, ღვინოსთან კონტაქტისას ვანილის არომატის წარმოქმნაში მონაწილეობენ და ღვინოს არომატებით ამდიდრებენ, ასევე ღვინოს უფრო კომლექსურ ხასიათს სძენენ. მუხაში დავარგებული ღვინის არომატული პალიტრა შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, სხვადასხვა ვარიაციების მიღება შესაძლებელია მუხის გამოწვის ხარისხზე დამოკიდებულებით.

show2უჟანგავი ფოლადის კასრების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ალკოჰოლური დუღილის ჩასატარებლად ასევე, დუღილის შემდგომი დავარგებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას. ეს იმიტომ, რომ დუღილის დროს გამოყენებული საფუვრები გარკვეულ წილად კეტავენ, ბარიერს ქმნიან ღვინოსა და მუხას შორის. დუღილის ბოლოს კი მკვდარი საფუვრის უჯრედები ილექება. ლექზე დავარგებისათვის საუკეთესო პირობას წარმოადგენს ღვინის პერიოდული დარევა საფუვრის ავტოლიზატებით გასამდიდრებლად.core updat1_5-12-14

Modern Cooperage_ის კასრი აღჭურვილია ხელის დამრევი ცხაურით, რომელზეც აქსიალურად დამაგრებულია მუხის თხელი ფირფიტები, რაც ნაკლებად შრომატევადს ხდის კასრის გამოყენებას. უჟანგავი ფოლადის კასრში დავარგების ვადები სხვადასხვა შეიძლება იყოს, ყურძნის ჯიშის და საბოლოო პროდუქტის სასურველი მახასიათებლების გათვალისწინებით, ისე როგორც ტრადიციული მუხის კასრის გამოყენების შემთხვევაშია.

საშულოდ, 80-120 წელი სჭირდება მუხას, რომ კასრის დასამზადებლად იდიალურ კონდიციებს მიაღწიოს. კასრების საწარმოებლად ვარგისია მუხის ხის მასის მხოლოდ 20-25% და ასეთ შემთხვევში მიღებული ხის მასალა საკმარისია მხოლოდ ორი 225 ლიტრინი კასრის დასამზადებლად.

ამერიკული მუხის მერქანში 2-4 ჯერ მეტი რაოდენობითაა ლაქტონი (ბუნებრივი ვანილი). მეღვინეები ამერიკულ მუხას ირჩევენ ძლიერი სტრუქტურის მქონე წითელი ღვინოების მისაღებად.

ტკეჩებად დაჭრილი მუხის მასალა, დასავარგებლად ღია ცის ქვეშ თავსდება. მერქნში არსებული არასასურველი ქიმიური კომპონენტების მწარე ტანინების რაოდენობის შესამცირებლად. ამერიკული მუხა, აგრეთვე ხასიათდება არომატების სწაფად გამოთავისუფლებით. შედეგად, ღვინო სწრაფად კარგავს სიძელგეს; და ამიტომ მას უფრო გამოსადეგს ხდის მოკლე პერიოდში (6-10 თვე) დასავარგებლად. ამერიკულ მუხაში ტანინების ზომიერი შემცველობა, პირველივე ჯერზე კარგი ტექსტურის ღვინის მიღების საშუალებას იძლევა.

ფრანგული მუხა ღვინოს თხელი ტანინებით ამდიდრებს, რაც ღვინოს გემოზე მსუბუქ მოტკბო გემოს მატებს და ხილის არომატებით ამდიდრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სანელებლების, ნუშის, მწიფე ხილის, ეგზოტიკური და მცენარეული არომატები. რაც, ძირითადად ყურძნის ჯიშზე დამოკიდებულებით იცვლება.

ღვინოზე მუხის გავლენა განსაკუთრებით მასიურია პირველ გამოყენებაზე და დროთა განმავლობაში მცირდება მერქნის ბუნებრივი დეპოზიტების შემცირების შედეგად. დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ კასრში ჩერდება არომატწარმოქმნა და ნეიტრალური ხდება. ღვინოში მცირდება მუხის გავლენა ამასთან, მცირდება ფორების შეღწევადობა, რასაც მიკრო-ოქსიდაციისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ასეთი, “ნეიტრალური” კასრი გამოიყენება პორტვეინის, შერის და სოტერნის ტიპის ღვინოების დასამზადებლად. მუხის კასრის გამოყენება ამით არ მთავრდება: 30-40 წლიანი კასრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვისკის წარმოებაში შესაბამისი კონსისტენციისა და შეფერვის მისაღებად, დასაძველებლად. ცნობისათვის, ვისკის წარმოებაში კასრი 70 წელზე მეტი ხნით გამოიყენება.

mc-barrel-second-design-aის, თუ რამდენად ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ მუხის კასრს, უჟანგავი ფოლადის კასრი, ძნელი სათქმელია. თუმცა, როგორც მისი მწარმოებლები ირწმუნებიან:

  • მუხის ღირებულება 82 %_ით  მცირდება ჩვეულებრივთან შედარებით.
  • მუხის ხის მერქნის, როგორც კასრის წარმოებისათვის საჭირო ძირითადი მასალის გამოყენების ეფექტურობა 38_ჯერ იზრდება.

ლიტერატურა: Wine Business Monthly

                             Modern Cooperage

© ღვინის გვერდი

5 Responses to Modern Cooperage – უჟანგავი ფოლადის კასრი მეღვინეობაში

  1. komisia says:

    ღვინის მაგივრად მე ვისუნთქო? :დ

    • geowinepage says:

      გმადლობთ საინტერესო კითხვისათვის, სტატიაში გარკვევით წერია რომ მეღვინეს “მიკრო-ოქსიდაციის სრული კონტროლის საშუალება აქვს, ინტეგრირებული ხელსაწყოს საშუალებით”

  2. კასრაძე says:

    დაახლოებით რა ფასში შეიძლება ასეთი კასრის შეძენა და სად?

  3. Kaxaber Qerechashvili says:

    ფასი რააქვს?

დატოვე კომენტარი