„ოცხანური საფერეს“ ჯიშის ყურძნის ღვინის ფენოლური ნაერთები და ანტიოქსიდანტური თვისებები

Untitled

გთავაზობთ, მანუჩარ მესხიძის სამაგისტრო ნაშრომის შემოკლებულ ვარიანტს.

იმ ფონზე, როდესაც ვაზის ამ ჯიშის შესახებ სამეცნიერო კვლევები საკმაოდ მწირია, ალბათ, აღნიშნული ნაშრომის გაცნობა საინტერესო უნდა იყოს  ღვინის მოყვარულთათვის:

პირველად კვლევითი სამუშაოები ყურძნის ფენოლურ ნაერთებზე, გასული საუკუნის დასაწყისში იქნა შესრულებული [28].

დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურაში, ღვინო სულ უფრო ფართოდ განიხილება როგორც ფუნქციური საკვები და მისი ხარისხის შეფასებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ფენოლურ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ამინომჟავებსა და სხვა. Read more of this post