დიეთილენ-გლიკოლის სკანდალი

140

1985 წლის მგდომარეობით, ავსტრიის სახელმწიფოსთვის გერმანია ითვლებოდა ღვინის მთავარ მზარდ საექსპორტო ბაზრად. ავსტრიაში ამზადებდნენ იგივე სტილის ღვინოს რასაც გერმანიაში, საუბარია თეთრ ნახევრადტკბილ და ტკბილ ღვინოებზე, იმ განსხვავებით, რომ ავსტრიელი მწარმოებლები უფრო დაბალ ფასში ყიდდნენ თავიანთ პროდუქციას გერმანელ კონკურენტებთან შედარებით.

ტრადიციული გერმანული ტკბილი ღვინოები იწარმოება გვიან დაკრეფილი, კეთილშობილი სიდამპლით (Botrytis cinerea) დაავადებული ყურძნის (ძირითადი ვაზის ჯიშია – რისლინგი) გადამუშავების შედეგად. ამ ტიპის ღვინოების საერთო სახელია Prädikat, და მათი იერარქია განისაზღვრება სიტკბოს მიხედვით: Kabinett-დან Trockenbeerenauslese-მდე. მსგავსი ტიპის ღვინის ღირებულება საკმაოდ მაღალია და ამ მხრივ პრემიუმ კლასის სეგმენტს განეკუთვნებიან. Read more of this post

ავსტრიული მეღვინეობა

Gebietskarte-Oesterreich

       ავსტრია – ევროპის ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა ვენახების გრანდიოზული ფართობებით არ გამოირჩევა, აქ სულ რაღაც 49000 ჰექტარზეა გაშენებული ვაზის კულტურა, მათი უმეტესი ნაწილი სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დომინანტი ვაზის 22 თეთრი ჯიშია, რომელთგანაც ხარისხიან თეთრ კლასიკურ(Qualitätswein)  ღვინოებს ამზადებენ. წითელი ჯიშები მხოლოდ 13 სახეობითაა წარმოდგენილი და მათგანაც საკმაოდ კარგ ღვინოებს ამზადებენ, თანაც  უკანასკნელ წლებში ტენდენცია წითლებისკენ უფრო იხრება. Read more of this post