რქაწითელიდან კახური და კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინომასალების ზოგიერთი განმასხვავებელი მაჩვენებლების და გაყიდვების ბაზრის შესწავლა

1

მეღვინე სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომებიდან ამჯერად წარმოგიდგენთ გიორგი ჟღენტის სამაგისტრო ნაშრომის შემოკლებულ ვარიანტს (თემის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ), საკმაოდ საინტერესო თემით.

ნაშრომში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღვინის ბაზარზე მოქმედი ფაქტორები; მარკეტინგი, როგორც ამ ფაქტორებზე ზემოქმედების ბერკეტი; მარკეტინგის აუცილებლობა ღვინის თანამედროვე ბიზნესში; ღვინის პირველი ქართული რეკლამის ისტორიული წყაროები; ღვინის თანამედროვე რეკლამირების ტენდენციები; მარკეტინგული კვლევის ანგარიში და მათემატიკური მოდელი. Read more of this post

კახურის ტიპის თეთრი ღვინის დაყენება

1012994_503977279656198_589795166_n

კახური ტიპის თეთრი ღვინის  დაყენების ტექნოლოგია გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, რაც მდგომარეობს დუღილის პროცესში ყურძნის მაგარი ნაწილების (კანი, წიპწა, კლერტი) არამხოლოდ  მონაწილეობაში, არამედ მათზე დუღილის დასრულების შემდგომ ღვინის დავარგებაში გაზაფხულის პირამდე, სითბოს დადგომამდე.

კახური ტიპის თეთრი ღვინის დასაყენებლად  საუკეთესო ჭურჭლად ტრადიციული ქვევრი მიიჩნევა, გამომდინარე მისი მიწაში ჩაფლულობით და  კონისისებური ფსკერით, რაც საშუალებას იძლევა პირველშემთხვევაში დუღილის დროს და შემდგომაც მთელი წლის განმავლობაში ღვინის თანაბარ ტემპერატურაზე შენახვის და მეორე შემთხვევაში მძაფრი დუღილის დასრულების შემდგომ Read more of this post