ავსტრიული მეღვინეობა

Gebietskarte-Oesterreich

       ავსტრია – ევროპის ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა ვენახების გრანდიოზული ფართობებით არ გამოირჩევა, აქ სულ რაღაც 49000 ჰექტარზეა გაშენებული ვაზის კულტურა, მათი უმეტესი ნაწილი სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დომინანტი ვაზის 22 თეთრი ჯიშია, რომელთგანაც ხარისხიან თეთრ კლასიკურ(Qualitätswein)  ღვინოებს ამზადებენ. წითელი ჯიშები მხოლოდ 13 სახეობითაა წარმოდგენილი და მათგანაც საკმაოდ კარგ ღვინოებს ამზადებენ, თანაც  უკანასკნელ წლებში ტენდენცია წითლებისკენ უფრო იხრება. Read more of this post

კახეთის პროექტი  –  ვაზის დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემა

1382968_10202952929482676_7928729922432398350_n

შაბათს, 31 მაისს აგრარულ უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მეღვინეთა ასოციაციასთან“ შეხვედრისას იტალიური ორგანიზაცია 3a-სა და ქართული არაკომერციული ორგანიზაცია GT4G-ს (გლობალური ტექნოლოგიები საქართველოსთვის) წარმომადგენლებმა  ერთობლივი პრეზენტაცია გააკეთეს „კახეთის პროექტი – ვაზის დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის“ შესახებ, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ახალი სიტყვა და მომავლის ტექნოლოგია ქართულ მევენახეობაში.. Read more of this post

ვაზის ვირტუალური სხვლის პროგრამა

Rebschnitt 2 (Small)

Rebenschnittdemonstrationsprogramm არის ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ვაზის სხვლის სადემონსტრაციო პროგრამა, რომელიც 10 წელი იხვეწებოდა. ის მარტივი გამოსაყენებელია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ვიზუალურად წარმოიდგინოს ვაზის ზრდის პერსპექტივა სხვლის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში.

აპლიკაციაში შესვლილას აჭერთ ღილაკს  Wachsen  და იწყება ვაზის ზრდა Read more of this post

ვაზი და ნიადაგი

20130801-230123.jpg

ღვინის ყველა მოყვარულმა კარგად იცის, რომ ყურძნის და შემდგომში მისგან მიღებული ღვინის ხარისხს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ნიადაგი, ვაზის ჯიში, ადგილობრივი კლიმატური თავისებურებები, ვენახის ექსპოზიცია და სხვა.

ამათგან, ნიადაგზე გიამბობთ ცოტას, რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნიადაგის ტიპზე, ნიადაგის განსაზღვრულ ტიპს კი აყალიბებს მასში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები.

Read more of this post