გოგირდი და სხვა… ნატურალურ მეღვინეობაში

Untitled

ნატურალური მეღვინეობა გულისხმობს ნაკლებ ქიმიურ, ფიზიკურ და ტექნოლოგიურ ჩარევას ღვინის დამზადების პროცესში. თუმცა ეს ზოგადი განმარტება ყველასათვის არ კმარა და საჭიროებს გარკვეულ კონკრეტიკას. „ნატურალური ღვინის“ ადვოკატად ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და ავტორის ელის ფეირინგის (Alice Feiring) მიხედვით, ნატურალურია ღვინო რომელსაც არც ვართმევთ და არც ვამატებთ რაიმეს, გარდა გოგირდისა. მარტივად რომ ვთქვათ, ნატურალურ მეღვინეობაში დაუშვებელია: როგორც დანამატების გამოყენება მჟავიანობისა ან შაქრიანობის კორექტირებისათვის, ასევე კემერციული საფუარი; მეორეს მხრივ – რევერსული ოსმოსის გამოყენება ღვინის ზადისა და დაავადებების (მაგ: მქროლავი მჟავიანობა) მოსაცილებლად, ასევე ღვინის ფილტრაცია. Read more of this post